უფასო სამედიცინო გამოკვლევები

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ადგილობრივ მოსახლეობას, უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ. სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდა ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, პულმონოლოგია და გასტროენტეროლოგი.

ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ, პაციენტებს საჭიროების შესაბამისად, გულის ექოსკოპია, მუცლის ღრუს ელექტრო კარდიოგრამა, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის განსაზღვრა და ცე ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. კვლევები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის სკოლის შენობაში მიმდინარეობდა. სამედიცინო აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრთან ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.