უფასო სამედიცინო კვლევები მეჯვრისხევში
სოფელ მეჯვრისხევში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებლებს კვლევები ათამდე სამედიცინო დაწესებულების სხვადასხვა პროფილის ექიმებმა ჩაუტარეს. სამედიცინო აქცია ორგანიზაცია „ქართული ოცნება – ჯანსაღი მომავლის“ ინიციატივით ჩატარდა, მისი მხარდამჭერები კი საქართველოს პარლამენტი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო იყვნენ.