ჩაფიძის გულის ცენტრში აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ – ინიციატივა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებმაც კარდიოლოგიური კვლევის სრული მომსახურება მიიღეს. უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავს აქციებს სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს.