უფასო სამედიცინო გამოკვლევები მუხრანის მოსახლეობისთვის

18:33, 14.07.2026

მუხრანის ამბულატორიულ ცენტრში მოსახლეობისთვის სამედიცინო სკრინინგი ჩატარდა. სკრინინგის ფარგლებში, ასამდე მოქალაქემ ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია მიიღო, ჩატარდა საჭირო სამედიცინო კვლევები. მედიკოსების განმარტებით, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დაავადებების ადრეულ გამოვლენას, დროულ დიაგნოსტიკას და შედეგიან მკურნალობას. პროექტს ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო ჰოლდინგი“, თბილისის „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ ერთად ახორციელებს. მიზანი, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, ქრონიკული დაავადებების პრევენცია, მათი ადრეული გამოვლენის ხელშეწყობა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

მსგავსი