უფასო სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის

ზუგდიდში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში არიან თბილისის სხვადასხვა კლინიკის წამყვანი სპეციალისტები: მათ შორის ოჯახის ექიმი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპისტი, უროლოგი, დერმატოლოგი, ონკოლოგი, ნევროლოგი და კარდიოლოგი.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში უფასო მედიკამენტებსაც გადასცემენ. გამოკვლევები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტარდება. ადგილზე იმყოფება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე.