უფასო პროფილაქტიკური კვლევები 

18:42, 28.09.2026

ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისთვის უფასო პროფილაქტიკური კვლევები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. აქციის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა სხვადასხვა სახის კიბოს, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის, შიდსის, ასევე B და C ჰეპატიტების კვლევები. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის, რადგან მათ შესაძლებლობა ეძლევათ, კვლევები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, ზედმეტი ბარიერების გარეშე ჩაიტარონ. 16 მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 64 ათასამდე სკრინინგული კვლევა ჩატარდა.

მსგავსი