უფასო პროფილაქტიკური კვლევები რეგიონებში 

18:48, 17.03.2026

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, რეგიონებში, სხვადასხვა მიმართულების სკრინინგი დაიწყო, – მოქალაქეები, სრულიად უფასოდ ჩაიტარებენ სხვადასხვა ინფექციური დაავადების, მათ შორის B და C ჰეპატიტისა და სიმსივნეების პროფილაქტიკურ კვლევებს. როგორც ცენტრში აცხადებენ, კამპანიის მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დაავადების ადრეული გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა. კვლევებს, ადგილზე, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით ჩაატარებს. კვლევები 15 ნოემბრის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი. სახელმწიფო აფინანსებს, როგორც გამოკვლევებს, ისე, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში – მკურნალობას. მარტში გამოკვლევები ჩატარდება სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში, შემდეგ კი – ეტაპობრივად, ქვეყნის სხვა რეგიონებში გაგრძელდება.

მსგავსი