უფასო ციფრული განათლება ახალგაზრდებისთვის
უნიკალური შესაძლებლობა ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.
ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში კრეატიული სწავლების ცენტრი „თუმო“ გაიხსნა. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ინოვაციური და უფასო საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც 12- იდან 18- წლამდე მოზარდებს ტექნოლოგიებისა და გრაფიკული დიზაინის ინოვაციური მეთოდის შესწავლას სთავაზობს. პროგრამა სამი კომპონენტისგან შედგება.ინოვაციური მოდელი ეფუძნება თვითმართვადი სწავლების პრინციპს და აერთიანებს ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში შეიძენენ. ინოვაციურ პროგრამებზე უკვე 1500-ზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული.