უეფას კომიტეტის ქართველი ხელმძღვანელი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი, უეფას კომიტეტის მმართველის პოსტს იკავებს. კობიაშვილის მოადგილე, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბორისლავ მიხაილოვი იქნება. ვიცე-თავმჯდომარეები კი, ლუიშ ფიგუ, დემეტრიო ალბერტინი, პაველ ჩებანუ და დეიან სავიჩევიჩი იქნებიან. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს უეფაში პირველად ეყოლება 6 წარმომადგენელი.