მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული გაიხსნა. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებისა და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეების მონაწილეობით სხვადასხვა სახის სავარჯიშო და გასართობი აქტივობები ჩატარდა.
ფესტივალში ჩართული გოგონები, ივლისში გამართული საზაფხულო ბანაკის მონაწილეები არიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ღონისძიებებს არა ერთ რაიონში ჩაატარებენ.
ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურსა და სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიში კი საფეხბურთო მოედნების განახლებაში ჩაერთვებიან. უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული 29 სექტემბერს, თბილისში „დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე“ „მამების თასის“ ტრადიციული გათამაშებით დასრულდება.