უძველესი საკრავი აჭარის მთებიდან

21:55, 20.09.2026

უძველესი ხმა აჭარის მთებიდან – ჭიბონი არაერთ რეგიონში გავრცელებული ჩასაბერი საკრავის, გუდასტვირის აჭარული ნაირსახეობაა. ადგილობრივ დიალექტში „ჭიბონა“ ლერწმის სასტვენელს ჰქვია და როგორც ჩანს, საკრავის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. ჭიბონი პირველ რიგში ცეკვის თანმხლები საკრავია, მასზე ხშირად ასრულებენ ხორუმსა და განდაგანას, საუკუნეების განმავლობაში ამ საკრავის ჟღერადობა მთებში მემთეურების, მწყემსებისა და დღესასწაულების განუყოფელი ნაწილი იყო.

მერაბ წულუკიძე და ედნარ კოჩალიძე დანდალოში სტუმრობდნენ არძენაძეების ოჯახს, რომელმაც ჭიბონის დამზადების ხელოვნება შემოინახა.

მსგავსი