უძველესი ქართული ხელნაწერების დათარიღება
ახალი აღმოჩენა და მნიშვნელოვანი საკვლევი მასალა ქართველი მეცნიერებისთვის.
შვეიცარიის ლაბორატორიიდან მიღებულმა პასუხებმა უძველეს ხელნაწერებზე წლების განმავლობაში არსებული მოსაზრებები შეცვალა. საუბარია საქართველოდან გატანილ და წლების შემდეგ დაბრუნებულ პალიმფსესტურ ტექსტზე, რომელიც სხვადასხვა საუკუნეში შესრულებული ხელნაწერების ისტორიას ინახავს. თარიღის კორექტირების გარდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარებული კვლევებით წიგნის ერთ-ერთ ფენაზე მანამდე გაუშიფრავი ტექსტიც გაშიფრეს. საინტერესოა ის პასუხიც, რომელიც შვეიცარიის იმავე ლაბორატორიიდან კიდევ ერთი უნიკალური ხელნაწერის შესწავლის შემდეგ მოვიდა.