უძველესი ნამგალი

ქვემო ქართლში, მდინარე ხრამის ნაპირას, არქეოლოგებმა ძვ.წ. VI ათასწლეულის უნიკალური ნამოსახლარი აღმოაჩინეს. ალექსანდრე ჯავახიშვილისა და თამაზ კიღურაძის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევებმა უმნიშვნელოვანესი არტეფაქტები გამოავლინა. აქ ნაპოვნია ცხოველის რქისგან დამზადებული ნამგლის ბუდე და კულტივირებული ხორბლის 8000 წლის წინანდელი ნაშთები. ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ ჩვენს მიწაზე, მეღვინეობის პარალელურად, მარცვლოვანი კულტურების მოყვანის უადრესი ტრადიციაც არსებობდა. საქართველო უძველესი მიწათმოქმედების ქვეყანაა.

 

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია