უძრავი ქონების ბაზარი

თბილისში უძრავი ქონება კიდევ უფრო გაძვირდა.

ფასები მომატებულია როგორც ძველ, ასევე ახლად აშენებულ კორპუსებზე, აგრეთვე კერძო სახლებზე. სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ბოლო სამი თვის მდგომარეობას ასახავს. ამ კვლევის მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებულ და მოთხოვნად უბნად მთაწმინდა რჩება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთელი დედაქალაქის მასშტაბით, როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე გარეუბნებში ფასები საშუალოდ 12 %-ით არის მომატებული.