UDABNO RALLY RAID 2025 

სიჩქარე, სტრატეგია და გამძლეობა – „უდაბნო რალი რეიდი“ საქართველოშიც რეალობა გახდა.

ქვიანი ბილიკები, თვალწარმტაცი პეიზაჟები და რთული მარშრუტები, რომლებმაც უცხოელი და ქართველი პილოტები ერთ სივრცეში გააერთიანა. ეს მხოლოდ შეჯიბრი არაა, ეს თავგადასავალია, სადაც მონაწილეები ბუნების წინააღმდეგ საკუთარ შესაძლებლობებს ცდიან. ჩემპიონატმა საქართველოს სპორტულ რუკაზე უკვე ღირსეული ადგილი დაიკავა.

ანუკი მასხარაშვილის და ვახო ლეკიაშვილის რეპორტაჟი.