UDABNO RALLY RAID – 2025 ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს გარეჯის უდაბნო 12-13 აპრილს უმასპინძლებს. მონაწილეები ერთმანეთს მოტოციკლეტებით, ბაგებით და მაღალი გამავლობის ავტომობილებით შეეჯიბრებიან. სპორტსმენები ორი დღის განმავლობაში ფინიშამდე 250 კილომეტრს დაფარავენ. წელს შეჯიბრში 65 ეკიპაჟი და 100-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნებიან როგორც მოყვარული, ისე პროფესიონალი სპორტსმენები. ღონისძიების მიზანი საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაა.
ანუკი მასხარაშვილის, კაკო გურგენიშვილისა და ლაშა მამულაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები