უცნობი ნივთიერებით მოწამლული ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე იმყოფება

15:15, 20.06.2018

ალადაშვილის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების შედეგად მოწამლული 23 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ალადაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა შემოყვანის მომენტიდან არ შეცვლილა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმის განცხადებით, მომწამვლელი ნივთიერების დადგენას ტოქსიკოლოგიური ანალიზი სჭირდება, რომლის ჩატარება კლინიკური კვლევისთვის მიუღწევადია.

ალადაშვილის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების სუბსტანციის ეფექტით ორი ახალგაზრდა, 22 და 23 წლის ძმები გუშინ გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი უგონო მდგომარეობაში იყო, მეორე კი უკვე გარდაცვლილი.

მსგავსი