2018 წლის იანვარ-აგვისტოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა 2 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი შარშანდელი წლის ანალოგიურ მონაცემებს 22 პროცენტით აღემატება.
ოფიციალური მონაცემებით, სექტემბერში საქართველოს 536 000 ტურისტი სტუმრობდა.
ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოვიდა.