„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტში ამ წუთებში იწყება. ხმაურიანი დოკუმენტი კვლავ დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების თემაა. სადავო კანონპროექტს, რომლებმაც აქციების ახალი ტალღა გამოიწვია, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი. ხელისუფლების ოპონენტები უკვე მესამე დღეა, დოკუმენტის უკან გაწვევას ითხოვენ.

თეონა მანაგაძე დეტალებით.