„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“

პოლიტიკოსები „გამჭვირვალობის შესახებ სადავო კანონპროექტის“ მიღების მიზანზე საუბრობენ.

ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებით, კანონპროექტის მიზანი თავისუფალი სიტყვის დახშობა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების გაუქმებაა. „ქართულ ოცნებაში“ კი კიდევ ერთხელ გააჟღერეს საკუთარი პოზიცია, რა მიზანს ემსახურება კანონპროექტი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონპროექტის მიზანია შესაბამისი ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა. მისივე თქმით, კანონპროექტი არის ქართული და არ აქვს შეხება რუსულ კანონთან.