უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის რეგულაციები ევროპაში

21:06, 29.11.2025

გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ევროპისთვის საჭირო და აუცილებელია, რატომ არის საქართველოში „რუსული“ – სვამს კითხვას ხელისუფლება და ევროპელი კრიტიკოსების პოლიტიკური ლოგიკის ახსნას ცდილობს, შეფასება კვლავ უცვლელია – ორმაგი სტანდარტი. სწორედ ასე ეხმაურებიან თბილისში ევროპარლამენტში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, გაერთიანებაში მესამე ქვეყნების ლობირება უფრო გამჭვირვალე გახდება.

სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ყველა, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში ლობისტურ საქმიანობას ეწევა, რის სანაცვლოდაც, ფულს ან სხვა ანაზღაურებას იღებს და ამით ცდილობს, გავლენა იქონიოს ევროკავშირის პოლიტიკაზე, კანონებზე ან გადაწყვეტილებებზე. მაშინ, როცა საქართველოში მიღებული გამჭვირვალობის კანონი ანტიდემოკრატიულად ფასდება და მეტიც, ქვეყნის ევროკავშირში წევრობის ერთ-ერთ მთავარ პირობად ამ კანონის გაუქმებას ითხოვენ, ევროპარლამენტი თავად ამკაცრებს ფინანსების გამჭვირვალობის კონტროლს.

პოლიტიკური შეფასებები თბილისში დესი ვარდოსანიძემ მოისმინა.

მსგავსი