უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ახალი რეგულაციები ევროპაში 

საქართველოში დაგმობილი და „რუსულ კანონად“ შერაცხული გამჭვირვალობის კანონი, დღეს უკვე ევროკავშირი მსგავსს კანონპროექტს თავად იღებს. ევროპარლამენტში ევროდეპუტატებმა 392 ხმით, პლენარულ სესიაზე გამჭვირვალობის გამკაცრებულ წესრიგს მხარი დაუჭირეს, რაც მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს ეხება, რამაც ევროკავშირის ქვეყნები უნდა დაიცვას შესაძლო უცხოური გავლენებისგან. ევროპარლამენტში განხილული პროექტი ვრცელდება ანაზღაურებად ლობირებაზე, რაც ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენას ისახავს მიზნად, თუმცა არ ვრცელდება სამთავრობო, დიპლომატიურ, მედია, იურიდიულ და აკადემიურ საქმიანობაზე. სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსება, რომელიც ლობირებასთან არ არის დაკავშირებული, გამონაკლისია. თითოეული ქვეყანა შექმნის ლობისტების რეესტრს, რომელსაც დამოუკიდებელი ორგანო მართავს.