უცხოური დაფინანსება და პოლიტიკური პროცესები

რა მიზნებს ხმარდება უცხოელი დონორების ფინანსური რესურსი საქართველოში.

შტატებში მიმდინარე გამოძიების პარალელურად, რომელმაც გლობალური ორგანიზაციების, მათ შორის „უესეიდის“ მიერ გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა უნდა გამოიკვლიოს. საკუთარი საგარეო ხარჯების ოპტიმიზაციას აანონსებს ევროკავშირიც. მმართველი გუნდი კი სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციების დახმარებით, საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობებზე საუბრობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტებებს ამჯერად შვედეთის ხელისუფლებისგან ითხოვს და პირდაპირ აცხადებს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რადიკალური დღის წესრიგის უკან, სხვა ქვეყნებთან ერთად შვედური დაფინანსებაცაა. უცხოელი დონორების კრიტიკა მიუღებელია ოპოზიციისთვის, სადაც მმართველი გუნდის რიტორიკას ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევით ხსნიან.