უცხოური ჩარევის საფრთხე – საფრანგეთი კანონმდებლობას ამკაცრებს

21:25, 15.10.2026

უცხოური ჩარევის პრევენციას უკავშირდება გამკაცრებული კანონმდებლობა, რომელიც საფრანგეთის სენატის კომიტეტმა დაამტკიცა.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე მხარდაჭერილი კანონპროექტი, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სასჯელის გასამმაგებას და უცხოური ინტერესების სასარგებლოდ მოქმედი პირებისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. დეზინფორმაციის ავტორი შესაძლოა, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმით დაისაჯოს. ინიციატივა გულისხმობს დაჩქარებული სამართლებრივი პროცედურის შემოღებასაც, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ყალბი ინფორმაციის წაშლის მოთხოვნა. საფრანგეთის გადაწყვეტილებამ თბილისში რეზონანსულ კანონთან დაკავშირებული დისკუსია გაააქტიურა.

რატომ გახდა კრიტიკის სამიზნე საქართველო, უცხოური ჩარევის წინააღდეგ, ბევრად ლიბერალური კანონმდებლობის დამტკიცების გამო, მაშინ როდესაც ევროპული ქვეყნები მსგავს გამოწვევებთან საბრძოლველად გაცილებით მკაცრ მიდგომებს ირჩევენ – მხარეთა პოზიციები და ქართულ პოლიტიკაში გარე ჩარევის მაგალითები ნახეთ სალომე ქოქიაშვილის სიუჟეტში.

მსგავსი