უცხოური ჩარევის რისკები - შალვა პაპუაშვილის განცხადება 

ამერიკის ყოფილი ელჩის შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი – მმართველი გუნდის ლიდერთა ყურადღების ცენტრში ამჯერად ეველინ ფარკასი ექცევა. სამი წლის წინ მის მიერ მიცემულ ინტერვიუში ნათქვამ ფრაზებს „ქართული ოცნება“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობის კონტექსტში განიხილავს.

]2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან  შვიდი თვის შემდეგ ჩაწერილი ინტერვიუ ხელისუფლებისთვის საქართველოში ომის დაწყების მსურველი დასავლელი პოლიტიკოსების განწყობების და პოზიციების ილუსტრირებაა. რუსეთის მხრიდან საქართველოში საომარი მოქმედებების შესაძლო დაწყების შესახებ დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხი პარლამენტის თავმჯდომარისთვის იმ საერთო სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც მისი აზრით, ჩვენი ქვეყნის ომში ჩასართავად წინასწარ იყო შემუშავებული. ამ გეგმის მონაწილეებად მმართველი პარტია ადგილობრივ ცალკეულ პოლიტიკურ ძალებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აცხადებს. ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილების და ხედვის ფონზე მეორე ფრონტის გახსნის თემაზე შიდა პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ოპონენტები ხელისუფლების განცხადებებს ანტიდასავლურ რიტორიკად და პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევენ.