პარლამენტმა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტი მეორე მოსმენით განიხილა. აღნიშნული ინიციატივა ამერიკული ფარა-ს ანალოგია. ცვლილებებით, კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომელმაც, 6 თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს. კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მსგავსად, საქართველოშიც კანონის ნებისმიერი მუხლის დარღვევა განისაზღვრება 5 ათას ლარამდე ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 6 თვემდე ვადით. ის კი, ვინც რეგისტრაციას თავს აარიდებს, 10 ათასი ლარით დაჯარიმდება ან 5 წლამდე პატიმრობა დაემუქრება.