იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტი განიხილეს.
ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელეს. დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი „ფარას“ ზუსტი თარგმანია. კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მსგავსად, საქართველოშიც კანონის ნებისმიერი მუხლის დარღვევა განისაზღვრება 5 ათას ლარამდე ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 6 თვემდე ვადით. ის კი, ვინც რეგისტრაციას თავს აარიდებს, 10 ათასი ლარით დაჯარიმდება ან 5 წლამდე პატიმრობას შეუფარდებენ. კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომელმაც ექვს თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს.