უსაფრთხო ქვეყნებიდან მაღალანაზღაურებადი ტურისტებისთვის C 5 კატეგორიის ვიზები გაიცემა და მათ პროფესიული საქმიანობის უფლება ტურისტული მიზნებით და შრომითი საქმიანობის ნებართვების გარეშე ექნებათ – შესაბამისი ცვლილებები, რომელიც სამ კანონში, მათ შორის უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შედის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.
დაგეგმილი ცვლილებები მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე გავრცელდება, როდესაც შრომითი საქმიანობა უცხოურ კომპანიასთან მუშაობას გულისხმობს. ამასთან, იზრდება ვიზების ღირებულებაც, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ვიზის საფასური 20-დან 500 დოლარამდე იქნება. საკითხის მომხსენებლის, ლევან მახაშვილის განმარტებით, დაგეგმილო ცვლილებები ეკონომიკისთვის დამატებითი სტიმული გახდება, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს და საქართველოს იმიჯზეც დადებითად აისახება.