უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ კანონში ცვლილებები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელებს. ინიციატივით, ინერგება C-5 კატეგორიის ორდინარული ვიზა. ვიზა გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მიმავალ პირზე, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით შედის და რომელსაც ასევე აქვს უფლება, განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ.

ცვლილებების მიხედვით, ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე. ვიზის განხილვისთვის საფასური კი განისაზღვრება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 500 დოლარისა.