უცხოელი ექსპერტები კლინიკა „ვივამედში“

იუსტიციის მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაძლოა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარდეს. რატი ბრეგაძის განცხადებით, არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი. სპეციალური პენიტენციური სამსახური აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც ყოველთვის გააგრძელებს მაქსიმუმს, რათა სააკაშვილი ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული. რაც შეეხება სასჯელის გადავადებას და სასჯელისგან გათავისუფლებას, აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო.