უცხოელი დიპლომატები სირიაში

როგორი იქნება სირიის მომავალი ბაშარ ასადის შემდეგ – დამასკოში უცხოელი დიპლომატები, მათ შორის ამერიკელი მაღალჩინოსნები ახალ ლიდერებთან მოლაპარაკებებს მართავენ.

სირიის ახალი მმართველი ჯგუფის, დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰაიათ თაჰრირ ალ შამი“ საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებს, რომ ექსტრემისტულ წარსულთან კავშირი გაწყვეტილია. დაჯგუფება ქვეყანაში მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის და ადამიანის უფლებების დაცვის პირობას დებს და დასავლეთს მოუწოდებს, ბაშარ ასადის მმართველობის დროს სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმონ.