თბილისში გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებებისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყურადღება დღეს კიდევ ერთხელ გაამახვილეს საერთაშორისო გამოხმაურებაზე.
უცხოელი ოფიციალური პირების მხრიდან საპროტესტო აქციებისადმი არაერთხელ გამოხატული აქტიური მხარდაჭერა, გუშინდელი ძალადობისა და დანაშაულის არ დაგმობა კი მმართველი გუნდის შეფასებით, ბევრ შეკითხვას პასუხს სცემს. მათი აზრით, რა როლი და მხარდაჭერა აქვს ქვეყნის გარედან საქართველოში მიმდინარე თუ დაგეგმილ პროცესებს და როგორია გამოხმაურება – განცხადებებითა და შეფასებებით სალომე ქოქიაშვილი გვიერთდება.