უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევება

12:06, 26.08.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. მიმდინარე წლის განმავლობაში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საქართველოდან უკვე გაძევებულია 2726 უცხოელი არალეგალი, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

მსგავსი