საქართველოდან ბოლო ერთ თვეში, უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს. ინფორმაციას მიგრაციის დეპარტამენტი ავრცელებს. მათ შორის არიან რუსეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, თურქეთის, ირანის, ნიგერიის, კამერუნის, სუდანის, ბანგლადეშის, იორდანიის, მიანმარის, ნეპალის, სირიის, აზერბაიჯანისა და ეთიოპიის მოქალაქეები. ისინი საქართველოში კანონდარღვევით იმყოფებოდნენ. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ჯარიმა შესაძლებელია განისაზღვროს 1000-დან 3000 ლარამდე. ჯარიმის პარალელურად, გაძევებულ პირებს დაუწესდებათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ვადებიც.