უცხო ქვეყნის 34 მოქალაქის დეპორტაცია 

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევა.

ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, რუსეთის, ნიგერიის, ირანის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, პაკისტანის, კენიის, სომხეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.