უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილებზე
რამდენად სრულდება შრომის უსაფრთხოების გამკაცრებული რეგულაციები. ბოლო მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ სამუშაო ადგილებზე რეგულაციების დარღვევების მაჩვენებელი იკლებს. წლის პირველი რვა თვის მონაცემების მიხედვით, გარდაცვალების 12 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განახევრებული მაჩვენებელია. ამავე მონაცემების მიხედვით, შემთხვევების უმეტესი ნაწილი სამშენებლო ობიექტებს უკავშირდება, სადაც უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა გამოწვევად რჩება. თუმცა სტატისტიკად მაინც საგანგაშოდ მიიჩნევენ პროფკავშირების წარმომადგენლები. სფეროს სპეციალისტები ყველაზე მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე მონიტორინგის გაძლიერებას ითხოვენ.