უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - საგამოძიებო მოქმედებები

რამ გამოიწვია ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში არსებული ელექტრო გაყვანილობის გაუმართავობა რასაც გუშინ ტრაგედია მოჰყვა. საკითხს გამოძიება იკვლევს. ექსპერტ კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილი გუშინვე შეისწავლეს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს გამოკითხვები. დიღომში პოლიციის მთავარ სამმართველოში იკითხებიან პარკის ტერიტორიაზე მყოფი პირები და ბავშვების მეგობრები და კლასელები, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში კი მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები და ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები.

პროცესს თეონა ხუბულავა აკვირდება.