უბედური შემთხვევა ტყიბულში

უბედური შემთხვევა ტყიბულში – რამდენიმესაათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ტყიბულის შახტში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი პირი ამოიყვანეს. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მეორე მამაკაცის სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

არსებული ინფორმაციით, კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტში, ორი მოქალაქე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 240-ე მუხლით აწარმოებს.