უბედური შემთხვევა ტყიბულში
ტყიბულში მეშახტე დაიღუპა. შემთხვევა ძიძიგურის სახელობის შახტაში მოხდა. უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გრძელდებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით მიმდინარეობს. ტყიბულში მუშაობს შრომის ინსპექციაც.