უბედური შემთხვევა თბილისში

ერთი დაღუპული, 12 დაშავებული.

ჭავჭავაძის გამზირზე დილით მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი დაკავებულია.

დაზარალებულები სხვადასხვა დაზიანებით ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. განსაკუთრებით მძიმეა ორი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დაღუპული და დაშავებულები სამშენებლო ობიექტზე იყვნენ დასაქმებული. სასწრაფო დახმარების მანქანის შეჯახების მომენტში ისინი მშენებარე კორპუსის ჯიხურთან იდგნენ.

დატოვე კომენტარი