უბედური შემთხვევა ქვეშეთი-კობის მშენებარე გვირაბზე

21:53, 24.11.2025

ოთხი დაღუპული და ერთი დაშავებული – მსხვერპლი მოჰყვა ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწის მასის ჩამოშლას.

შემთხვევა სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის დროს მოხდა. ეს არის სოფელი წკერეს მიმდებარე ტერიტორია, სადაც საყრდენ კედელს აშენებდნენ. გამოძიება დაწყებულია. წინასწარი ვერსიით, დაცული არ იყო სამუშაო უსაფრთხოების წესები. ერთ-ერთი მუშა, რომელიც მიწის მასის ქვეშ მოჰყვა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დილიდან მიმდინარეობდა – ტერიტორიაზე, სადაც კედელს აგებდნენ, გზის გაყვანის სამუშაოები ამ მომენტისთვის შეჩერებულია.

რამ გამოიწვია მიწის მასის ჩამოშლა – შალვა სუმბაძე მუშაობს მთელი დღეა შემთხვევის ადგილზე, ის ახლა ქვეშეთიდან მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.

მსგავსი