უბედური შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 60-წლამდე მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.