უბედური შემთხვევა მარტვილში

შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში.

საცხოვრებელ სახლში ჯერჯერობით უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

აფეთქების შედეგად მამაკაცმა ხელის მტევნების დაზიანება მიიღო. მას მარტვილის რაიონულ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი