უბედური შემთხვევა გუდაურთან

სამაშველო ოპერაცია გუდაურში მსხვერპლით დასრულდაშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომელიც პარაპლანისტების ხევიდან ამოყვანას ცდილობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვარდნას თან ახლდა ძლიერი აფეთქებაც. ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის პილოტები, მაშველები და მედიკოსები.

დაღუპულთა შორის არიან მფრინავები – ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე, ანდრო ქუჯოშვილი; მაშველები – კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები – ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი.