უბედური შემთხვევა გუდაურში

გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი, 25-წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. როგორც „მოამბეს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ხევიდან ორივე პირის ამოყვანა შეძლეს.

დაშავებული ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და შესაბამისი დახმარება უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.