უბედური შემთხვევა გუდაურში

გუდაურში უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. პარაპლანი ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი პირი, ერთი კი დაშავდა – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, მაშველებმა მეორე პირის გადარჩენა მოახერხეს. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და შესაბამისი დახმარება უტარდება. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლამდე მამაკაცია.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.