უბედური შემთხვევა ბათუმში

ბათუმში, ზღვაში მაშველებმა გარდაცვლილი ბავშვი იპოვეს. ცხედარი იდენტიფიცირებულია. ის ნავსადგურის ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც ბანაობა აკრძალულია. გარდაცვლილი 12-14 წლამდე მოზარდია. სამძებრო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროში შესული შეტყობინების შედეგად დაიწყო.

მოამბე