უბედური შემთხვევა

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას გურიაში.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორა-ბერე-ჟოულში, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი სატვირთო ინერციით მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, რომელსაც მამაკაცი მართავდა. მსუბუქი მანქანის მძღოლი, მძიმე დაზიანებებით სავაადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპული, საპატრულო პოლიციის ინსპექტორია.

სატვირთო ავტომანქანების მძღოლების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით აღიძრა, რაც 4-დან-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.