უბედური შემთხვევა

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, 20 წლის გოგონას ყურსასმენები ეკეთა და ხმა ვერ გაიგო. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.