უბედურ შემთხვევა თბილისში

უბედური შემთხვევა ავჭალაში, ლიბანის ქუჩის 22 ნომერში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის ბიჭი კორპუსის სახურავზე სკეიტბორდით იყო და სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა. მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკის დირექტორი „მოამბესთან“ საუბარში ამბობს, რომ დაწესებულებაში ბიჭი სიმაღლიდან ვარდნისგან მიღებული დაზიანებებით შეიყვანეს, რომლებიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.